გიორგი გახარიამ და NDI-ის პრეზიდენტმა წარმატებული თანამშრომლობა და რეგიონული და ადგილობრივი გამოწვევები  განიხილეს

საქართველოსა და აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმატებული თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი გამოწვევები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის შეხვედრის ძირითადი თემები.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას ყურადღება გამახვილდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს შორის, მათ შორის ინსტიტუციების დონეზე წარმატებულ თანამშრომლობაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

გიორგი გახარიამ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონში არსებობს და საქართველოს როლზე, ასევე - ადგილობრივ ჭრილში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე.

„გამოითქვა რწმენა, რომ საქართველოს მთავრობასა და NDI-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის დინამიკა გაგრძელდება და მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდება.

შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე მონაწილეობდა“ ,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა