მაკა ბოჭორიშვილი კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სამხრეთ-კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს ტომას შრაპელს და დირექტორის მოადგილე ჯონათან ნოვაკს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და ამ კუთხით გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ფონდის ხელმძღვანელობას იმისთვის, რასაც კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოს მხარდასაჭერად აკეთებს, მათ შორის, საქართველოში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და კომიტეტთან ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია საქართველოს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. მან ასევე, ისაუბრა საქართველოს სამომავლო გეგმებზე, რომელიც 2024 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები დასახეს.

„კონრად ადენაუერის ფონდი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან 2009 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ერთ-ერთი მიმართულებაა ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ცნობადობის ამაღლება. ამასთან, 2018 წლიდან ადენაუერის ფონდმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საპარლამენტო სტაჟირების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეული სტაჟიორები გადიოდნენ ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას კომიტეტში. ფონდის საპარლამენტო სტაჟიორები ასევე ჩართულნი იყვნენ ფონდის მიერ განხორციელებულ ტრენინგ პროგრამებსა და სემინარებში. 2018 წელს კომიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სამმა კურსდამთავრებულმა გაიარა ანაზღაურებადი სტაჟირება, ხოლო 2019 წელს ორმა კურსდამთავრებულმა“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა