სამოქალაქო აქტივისტები „დაუმორჩილებლობის მსვლელობას“ მართავენ

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები დღეს ე.წ. "კომენდანტის საათის" დარღვევას აპირებენ.

ისინი 21:00 საათიდან ჯერ "ქართული ოცნების" ოფისთან და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დაუმორჩილებლობის ნიშნად მსვლელობას გეგმავენ.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, ისინი ამ ფორმით ქობულეთში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ქმედუუნაროა.

გარდა ამისა, მათი თქმით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ასევე ხელისუფლების მიერ მიღებული არაგონივრული გადაწყვეტილებაა.

"სისტემა მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როდესაც მსხვერპლი კვდება. ჩვენ დღეს ვაპირებთ გავაპროტესტოთ ხელისუფლების უმოქმედობა, შსს-ის დანაშაული და მოვითხოვოთ შს მინისტრის გადადგომა, რომელიც ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზეა პასუხისმგებელი. მაშინ, როდესაც ყველა ღონეს უნდა ხმარობდნენ კანონის აღსრულებისთვის, ეს ადამიანები სამოქალაქო აქტივისტებს დაგვდევენ, გვაჯარიმებენ, გვაკავებენ და ა. შ. სისტემას შერჩევითი მიდგომები აქვს. რეალურ დანაშაულებზე ისინი უძლურები არიან, ხოლო როდესაც საქმე პოლიტიკურ ოპონენტებს ეხება, ისინი გააფთრებულად ცდილობენ კანონის აღსრულებას. ჩვენ "კომენდანტის საათს" უკვე მეოთხედ ვარღვევთ. არ არის პრობლემა, აღძრან სისხლის სამართლის საქმე, თუ ქვეყანაში ბავშვი თავს იკლავს იმიტომ, რომ კანონი არ აღსრულდა, ესეთ სახელმწიფოში ცხოვრებას ჩემთვის არავითარი აზრი არ აქვს, თუ ეს არ შეიცვალა და სისტემა არ დავანგრიეთ. დღეს იქნება დაუმორჩილებლობის აქტი მიმართული იმისკენ, რომ სისტემას ვუთხრათ, ის აუცილებლად დაინგრევა! მოგონილი წესები, რომელიც მან ჩვენს შესაჩერებლად მოიგონა, არ გვაინტერესებს",- განაცხადა მოძრაობა "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, გიორგი მუმლაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს