იტალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

იტალიის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრების და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაზი გაესვა სახელმწიფოს და დიასპორის შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაში მონაწილე იტალიაში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მთავრობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩენილი თანადგომისთვის და დახმარებისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ აღნიშნა ქ. ბარიში ახალი გენერალური საკონსულოს გახსნის მნიშვნელობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საკონსულო მომსახურებას.

„მინისტრის მოადგილემ სისტემატური გასვლითი საკონსულო მომსახურების დაწყება დააანონსა, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კვლავ გაუსვეს ხაზი მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრები კვლავ გაგრძელდება“ ,- ნათქვამია ინფორამციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა