"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მივიდა

"ქართული ოცნების" ოფისთან სასწრაფო დახმარების ჯგუფი მივიდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 2 პირს, რომლებიც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლისას შეუძლოდ გახდა, შესაბამისი დახმარება გაუწიეს.

აქტივისტების განცხადებით, მოგვიანებით ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გეგმავენ მისვლას. აქტივისტები მოითხოვენ, რომ გათავისუფლდეს ორი აქტივისტი ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე, რომლებიც ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" ოფისთან დააკავეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შს მინისტრის გადადგომასაც მოითხოვენ.

"პოლიცია დღეს გადაიქცა მოძალადე ჯგუფად, რომელიც ახშობს ჩვენს ქვეყანაში საპროტესტო განწყობებს. ივანიშვილი და მისი დამქაშები აუცილებლად დამარცხდებიან", - აცხადებენ აქტივისტები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს