თინა ბოკუჩავა - ერთჯერადად, ორჯერადად ან სამჯერადად, რასაც კანონის ცვლილება მოითხოვს, კენჭისყრაში მონაწილეობა ვშიშობ, გადღაბნის ერთპარტიული პარლამენტის ცხად სურათს

ვშიშობ, ერთჯერადად, ორჯერადად ან სამჯერადად, რასაც კანონის ცვლილება მოითხოვს, რომ შევიდეს და ამა თუ იმ ადამიანმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს, გადღაბნის იმ ცხად სურათს ერთპარტიული პარლამენტისა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა მოპარული არჩევნების შედეგად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, როდესაც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის ინიციატივაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ისურვებდა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ბლოკის შიგნით განეხილათ, სანამ ის საჯარო გახდებოდა.

„ამ საკითხის ასე ამოგლეჯა და მხოლოდ ამ საკითხის გამო პარლამენტში შესვლა ვფიქრობ, უფრო მეტი საფრთხის მატარებელია ვიდრე იმ პოტენციური სიკეთისა, რომელმაც შეიძლება მან ქვეყანას მოუტანოს. ამიტომ, ჩვენთვის, როდესაც სასწორზე დგას ეს საფრთხე და ის შესაძლო სიკეთე, საფრთხე არის უფრო დიდი. ამიტომ, არ ვთვლით, რომ ეს კეთილგონივრული ნაბიჯი იქნება. ჩემი პარტიის პოზიცია იგივეა, რაც გუშინ გაჟღერდა ამ საკითხთან მიმართებით და დღეს ამ პოზიციის შეცვლა ჩემთვის ნამდვილად არ არის ცნობილი. ჩვენ ვთვლით, რომ ნამდვილად არსებობს ისეთი სერიოზული საფრთხეები, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. დღეს, ბიძინა ივანიშვილის მთავარი გამოწვევა რა არის? არა ჩამოქცეული ეკონომიკა, არა ინფლაცია, არა სამუშაო ადგილები, ყველა სეგმენტი გადარჩენისთვის იბრძვის და ქუჩაში გამოდის, მისი უმთავრესი პრობლემა ახლა არის ერთპარტიული პარლამენტი. იმისთვის, რომ ეს მოცემულობა შეცვალოს ის მზად არის ყველაფრისთვის, ბინძური მეთოდების გამოყენებისთვის, მათ შორის, მაგალითად ტყვეებით ვაჭრობისთვის, ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობისთვის, ამიტომ მისი პრობლემაა ერთპარტიული პარლამენტი და ეს პრობლემა მას არ უნდა შევურბილოთ. ვშიშობ, ერთჯერადად, ორჯერადად ან სამჯერადად, რასაც კანონის ცვლილება მოითხოვს, რომ შევიდეს და ამა თუ იმ ადამიანმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს, გადღაბნის იმ ცხად სურათს ერთპარტიული პარლამენტისა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა მოპარული არჩევნების შედეგად. ეს არის ის საფრთხე რაზეც ჩვენ ვღელავთ და რაზეც პირადად მე, სერიოზულ საფრთხედ ვაფასებ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს