სააგენტო - გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძარზე დროებითი გადახურვის წყალშემკრები სისტემის შეცვლისა და თუნუქის ფენილების გარემოზე მოქმედებისაგან დამცავი ელემენტებით აღჭურვა გრძელდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გელათის მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე გრძელდება დროებითი გადახურვის წყალშემკრები სისტემის შეცვლისა და თუნუქის ფენილების გარემოზე მოქმედებისაგან დამცავი ელემენტებით აღჭურვის პროცესი.

სააგენტოს განცხადების თანახმად, მიმდინარე კვირის ბოლომდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სამხრეთით, ჩრდილოეთით და დასავლეთით მოწყობილ დროებით სახურავებზე სრულად გამოიცვლება და მოდერნიზდება წყალშემკრები სისტემები.

„საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ დადგენილი რეკომენდაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ რევიზიის ფარგლებში განსაზღვრული დამატებითი დაცვითი ღონისძიებების მიხედვით, გელათის მონასტერის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე გრძელდება დროებითი გადახურვის წყალშემკრები სისტემის შეცვლისა და თუნუქის ფენილების გარემოზე მოქმედებისაგან დამცავი ელემენტებით აღჭურვის პროცესი.

სამუშაოების მსვლელობისას, რომელსაც ეროვნული სააგენტოს ადმინისტრირებით, კომპანია „ბაგინეთი +" ახორციელებს, სრულად ჩანაცვლდა მთავარი ტაძრის დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მინაშენების (ნართექსის, კარიბჭეების, ეკვდერებისა და მათი აბსიდების) დროებით გადახურვებზე მოწყობილი პლასტმასის წყალგადამყვანი სისტემის ჰორიზონტალური ღარები და ვერტიკალური მილები. მათ ნაცვლად ლითონის 100 მმ დიამეტრის ღარები, დგარები და ძაბრები დამონტაჟდა, რამაც ტაძრის ქვედა რეგისტრზე მინიმუმამდე გაანეიტრალა ფასადის კედლებზე ნალექის ზემოქმედება. საპარლამენტო კომიტეტის I რეკომენდაციის თანახმად ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით დასრულდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სამხრეთ- აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 2 ეკვდერის აბსიდებზე დროებითი გადახურვის კონსტრუქციის ფორმის ცვლილებისა და წყალშემკრები სისტემის მოდიფიცირების სამუშაოები, რომელიც უკვე შემოწმდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კონსტატატორების ჯგუფის მიერ. ტაძრის ქვედა რეგისტრის მთელ პერიმეტრზე ახლად მოწყობილი ხარაჩოების მეშვეობით, დროებით გადახურვებსა და კრამიტის საბურველშორის სივრცეებზე განთავსდა ქარისგან დამცავი თუნუქის ელემენტები. თუნუქის მყარი საბურველით გადაიხურა სამხრეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი მკლავთაშორისი ფერდები, რომლებიც ამ დრომდე დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცეული არ ყოფილა. დროებითი სახურავის ფენილებზე დამონტაჟდა გარემოზე მოქმედების დამცავი ელემენტები და წყალგამშემკრები სისტემა, რამაც სრულად აღმოფხვრა სახურავიდან ნადენი წყლით ტაძრის საპერანგე წყობის დატენიანების რისკი.

არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ მთავარი ტაძრის მთელ პერიმეტრზე სათანადო სპეციფიკაციის მილებით მოეწყო წყალგადამყვანი და სადრენაჟე სისტემა, რომელიც ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის დროებითი გადახურვიდან ნადენი ნალექის ორგანიზებულად მიღებასა და სანიაღვრე არხებში გადაყვანას უზრუნველყოფს. ახლად მოწყობილი მიწისქვეშა წყალგადამყვანი სისტემა გამორიცხავს ტაძრის სიახლოვეს წყლის ჭარბი ოდენობით დაგუბების ფაქტორსაც. მიმდინარე კვირის ბოლომდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ მკლავებზე მოწყობილ დროებით სახურავებზე სრულად გამოიცვლება და მოდერნიზდება წყალშემკრები სისტემები. ტაძრის ქვედა რეგისტრის მსგავსად, მკლავების დროებით გადახურვებსა და კრამიტის საბურველშორის სივრცები ქარისგან დამცავი თუნუქის ელემენტებით. საპარლამენტო კომიტეტის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციისა და დარგის სპეციალიტების ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დროებითი გადახურვის სეგმენტური ფენილები პრევენციულად მოეწყობა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაზეც.

ეროვნული სააგენტოს ადმინისტრირებისა და ზედამხედველობის ქვეშ, დამცავი სახურავის მოწყობის პროცესი უკვე დაწყებულია და ის მომდევნო კვირას დასრულდება. დროებითი გადახურვის კონსტრუქციაზე დამონტაჟდება წყალგადამყვანი სისტემა, რომლის საშუალებით ნალექი მიწის ნიშნულზე მოწყობილ სანიაღვრე არხში გადავა.

სამონასტრო კომპლექსის 2 ტაძარზე მოწყობილი დროებითი სახურავის ფენილები არქიტექტურულ ძეგლებზე კომპლექსური კვლევის პროცესის დაწყებამდე შენარჩუნდება, რომლის ფარგლებში დარგის სპეციალისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით სრულად იდენტიფიცირდება რეაბილიტაციის შემდგომ ეტაპზე მთავარი ტაძრის სახურავზე გამოვლენილი ხარვეზები და განისაზღვრება მათი გამოსწორების საკონსერვაციო ღონისძიებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა