„ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერს საარჩევნო კოდექსის ძირეულ ცვლილებას

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო დეპუტატებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტში გამართულ ონლაინ შეხვედრაში, რომელიც ეუთო/ოდირი (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ევროპელი სოციალისტებიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ევროპელმა სოციალისტებმა“ შეხვედრაზე წარადგინეს წინადადებები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარტია მხარს უჭერს საარჩევნო კოდექსის ძირეულ ცვლილებას.

„შეხვედრაზე „ევროპელმა სოციალისტებმა“ წამოაყენეს წინადადება, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველა პირობა უნდა შეიქმნას, რათა არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში, რაც შეხვედრაზე კონსტრუქციულად იქნა აღქმული“ , - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პარტია მზად არის, ითანამშრომლოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სამუშაო ფორმატში სამომავლოდაც წარმოადგინოს არგუმენტირებული წინადადებები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა