ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის დელეგაცია ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის დელეგაცია ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლა მიურეიმ ეუთოს მუდმივ საბჭოში დიდი ბრიტანეთის სახელით შეშფოთება გამოხატა საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გამო.

„ჩვენ მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში გადაადგილების უფლება. ეს მიმდინარე დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის აქტივობა, რომელიც პანდემიის მიუხედავად გრძელდება, სპეციალურად შექმნილია რეგიონის დესტაბილიზაციისთვის და პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე. ეს უნდა შეწყდეს“, - განაცხადა მიურეიმ.

მან ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მნიშვნელობას და რუსეთს მოუწოდა, მისცეს მათ სრული მანდატის შესრულების საშუალება ადმინისტრაციული საზღვის ყველა მხარეს.

„ჩვენ ურყევი ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულონ 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმება და მისი განმახორციელებელი ღონისძიებები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს საქმეზე აძლიერებს მოწოდებას რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა“, - აცხადებს იგი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო