აქტივისტებმა შს სამინისტროსთან გადაინაცვლეს

სამოქალაქო აქტივისტებმა "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს.

მათ "ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული ორი აქტივისტის ნიკა ნარსიასა და რუსკა მჭედლიძის გათავისუფლება მოითხოვეს.

გარდა ამისა, ისინი ქობულეთში, 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

აქტივისტებმა შს სამინისტროსთან წარწერები დატოვეს: "სისტემა კლავს!", "გომელაური უნდა წავიდეს!".

"სისტემა კლავს იმიტომ, რომ არ მოქმედებს. მოქმედების დროა! კეთილი ინებეთ და მეტი ყურადღება გამოიჩინეთ უფლებამოსილების შესრულებისას. პოლიცია ხალხს უნდა ემსახუროს და არა ზემდგომს!",- მიმართეს შსს-თან შეკრებილმა აქტივისტებმა სამართალდამცველებს.

შს სამინისტროს შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები არაგონივრულია, რასაც ისინი არ ემორჩილებიან. მათ დღეს მსვლელობა გამართეს პარლამენტის შენობიდან "ქართული ოცნების" ოფისამდე, სადაც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა. შეხლა-შემოხლის დროს ორი ადამიანი შეუძლოდ გახდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს