აშშ-ის მისია ეუთოში - აშშ მკაცრად გმობს ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთას, მოვითხოვთ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევა

ეუთოში აშშ-ის მისია საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს გმობს და აცხადებს, რომ მისი დაჭრა და დაკავება, არ მოხდებოდა თუ რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებდა.

“ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს მოქალაქის, ზაზა გახელაძის 12 წლით და 6 თვით დაპატიმრებას, მას შემდეგ რაც რუსეთის მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მას ესროლეს და დააკავეს დაახლოებით შვიდი თვის წინ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რუსეთის პროვოკაციული ქმედებები, ზაზა გახელაძის დაჭრა და დაკავება, არ მოხდებოდა თუ რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებდა, რაც მისი ძალების კონფლიქტამდე პოზიციებზე დაბრუნებას გულისხმობს,”- აღნიშნულია ეუთო-ში აშშ-ის მისიის განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ადამიანის უფლებებს, კულტურას და იმ ადამინების პირად თავისუფლებას, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ და ახლოს მდებარე ტერიტორიებზე.

„5 თებერვალის განაჩენი საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაკონტროლებისა და ექსპლუატაციისკენ მიმართული რუსეთის მცდელობის კიდევ ერთი მაგალითია. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ადამიანის უფლებებს, კულტურას და იმ ადამინების პირად თავისუფლებას, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ და ახლოს მდებარე ტერიტორიებზე. ეს სასჯელი მოჰყვა 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მათ შორის წამებაზე, თვითნებურ დაპატიმრებასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების უგულვებელყფაზე. რუსეთისგან მოვითხოვთ, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის მისია ეუთოში რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს.

„ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და უზრუნველყოს ამ ტერიორიებზე ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება. სოლიდარობას ვუცხადებთ გახელაძეს და მის ოჯახს და ყველა იმ ოჯახს, რომლებსაც მოუხდათ აუტანათ რუსეთის მჩაგვრელი ოკუპაცია. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფში, ეუთოს ფორმატსა და სხვა საერთაშორისო ფორუმებში, რათა რუსეთმა პასუხი აგოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა