დავით სერგეენკო - ნიკა მელიასთან დაკავშირებით პარლამენტმაც და სასამართლომაც უნდა მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება

როგორ განვითარდება მოვლენები ბატონ ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ეს დამოკიდებულია მხოლოდ მასზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იტოვებს იმედს, რომ მელია კანონის მოთხოვნებს შეასრულებს და საქმე არ მივა „რადიკალურ გადაწყვეტილებამდე“.

„მე მაინც მრჩება იმედი, რომ ის დაიცავს კანონს და შეასრულებს კანონის მოთხოვნებს. გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ერთადერთი, რომელიც იქნება მიღებული, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება კანონიერი და სამართლიანი, სხვა არჩევანი და პოლიტიკური შემადგენლები გვერდზე უნდა გადავდოთ. იყო მოსაზრებები, რომ არავინ მიიღოს გადაწყვეტილება - არც სასამართლომ, არც პარლამენტმა, რომელიც დაძაბავს პოლიტიკურ ვითარებას, რეალობა ასეთია, რომ პარლამენტმაც და სასამართლომაც უნდა მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება. ეს არის ერთადერთი გზა. კონკრეტულად, რაში იქნება გამოხატული ეს ნაბიჯები, ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა, ხაზს ვუსვამ, იმედს ვიტოვებ, რომ არ მივა რადიკალურ გადაწყვეტილებამდე საქმე,“ - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისათვის, ნიკა მელიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ გადაიხდის გირაოს თანხას. მან ასევე "საქართველოს ბანკს" მიმართა, თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება მისი უფლებების შელახვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა