სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 11 320 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, გზის საფუძველის მომზადება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„სოფელ დიღომში ეს ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა, რომელიც სოფელ დიღომს აკავშირებს აღმაშენებლის ხეივანთან. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამ ქუჩაზე უკვე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ახლა აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

აღნიშნულ ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენ ფაუერმა“ წყლის სისტემა მოაწყო, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კი - წყალარინების ახალი ქსელი. პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 014 703 ლარი გამოიყო, სამუშაოებს შპს „ლ. ენდ ლ“ აწარმოებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა