განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს.

როგორც დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ყოველ ოთხშაბათს მშობელს აქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელების თაობაზე დარეგისტრირდეს, არამედ უარი თქვას ამაზე.

„მხოლოდ ყოველ ოთხშაბათს, 24 საათის განმავლობაში იხსნება ფანჯარა და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ რეგისტრაცია ხდება იმისთვის, რომ მოსწავლე დარჩეს დისტანციურ სწავლებაზე, ასევე ეძლევათ შესაძლებლობა უარი თქვან და მათ შვილები საკლასო ოთახში დაბრუნდნენ. ეს პროცესი 13 ქალაქში მიმდინარეობს. აქ არის მთლიანობაში დაახლოებით 297 767 მოსწავლე, 12%-ია, ვინც სურვილი გამოთქვა დისტანციურ სწავლაზე დარჩენის“,- განაცხადა დგებუაძემ.

მისივე განმარტებით, თუ მხოლოდ ერთი მოსწავლე აირჩევს დისტანციურ სწავლებას, მისთვის დაორგანიზდება დისტანციური სწავლება. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ვირტუალურ საკლასო ოთახზეც ისაუბრა.

„იმ შემთხვევაში თუ სკოლაში არის 2,3,4 ან 5 პარალელური კლასი, პირველკლასელებისთვის იქმნება ვირტუალური საკლასო ოთახი, სადაც თავისივე სკოლის მასწავლებლები ასწავლიან პირველკლასელებს“,- აცხადებს დგებუაძე.

იხილეთ ვიდეო:13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა