განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სწავლის დაწყების შემდეგ, ეტაპობრივად არა მარტო ბუფეტები, არამედ ყველა წრე განაახლებს მუშაობას

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ორშაბათიდან სწავლის დაწყების შემდეგ, ეტაპობრივად არა მარტო ბუფეტები, არამედ ყველა წრე განაახლებს მუშაობას. როგორც დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, განათლების სამინისტროს მაღალი ინტერესია, რომ სკოლები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

„მოგეხსნებათ, დიდ ქალაქებში, რადგან ორშაბათიდან სწავლას ვაგრძელებთ, ჩვენი ასევე მაღალი ინტერესია, რომ სკოლა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ბუფეტებმაც ფუნქციონირება დაიწყოს და არა მარტო ბუფეტებმა, არამედ ყველა იმ წრეებმა, რომელიც თითოეულ სკოლაში არსებობს და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად შესაძლებლობა მივცეთ, ამ სერვისებმაც დაიწყონ, განაახლონ მუშაობა. ორშაბათს სკოლა იხსნება და ჩვენი მიზანია, რომ სკოლები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს, იქნება ბუფეტი, თუ სხვა წრეები, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ეტაპობრივად მივცემთ შესაძლებლობას ბუფეტიც გაიხსნას და სხვა დანარჩენი წრეებიც, მაგრამ როდის მოხდება, ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას, ზუსტ რიცხვს.

კერძო სკოლებთან შემთხვევაში აქვთ განსხვავებული მიდგომა, როდესაც არა ბუფეტი, არამედ მოსწავლეებისთვის საკვების მიწოდება იქნება. ამ შემთხვევაში "ლანჩბოქსები" იქნება, უშუალოდ საკლასო ოთახში მიეწოდებათ და ოთახები განიავდება და დასუფთავდება დიდი შესვენების პერიოდში, რომელსაც სკოლა იყენებს“, - განაცხადა დგებუაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა