ირაკლი ბერაია - საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე განხორციელდეს ზეწოლა ზაზა გახელაძის გათავისუფლების მიზნით

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე განხორციელდეს ზეწოლა ზაზა გახელაძის გათავისუფლების მიზნით,- ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნაა, რომ ზაზა გახელაძე დაუყონებლივ გათავისუფლდეს.

"ზაზა გახელაძე არის უკანონო პატიმარი, ის უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ, ასეთია მოთხოვნა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე განხორციელდეს ზეწოლა ზაზა გახელაძის და უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების მიზნით,"- განაცხადა ბერაიამ.

ცნობისათვის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ეუთო-ში აშშ-ის მისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს განაჩენი საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაკონტროლებისა და ექსპლუატაციისკენ მიმართული რუსეთის მცდელობის კიდევ ერთი მაგალითია. მომხდარს გამოეხმაურა ასევე, ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის დელეგაცია. დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლა მიურეიმ ეუთოს მუდმივ საბჭოში დიდი ბრიტანეთის სახელით შეშფოთება გამოხატა საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გამო.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი ბერაია - ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე განხორციელდეს ზეწოლა ზაზა გახელაძის გათავისუფლების მიზნით

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)