პარლამენტის ნდობის ჯგუფი ირაკლი ღარიბაშვილს უსმენს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მივიდა. ღარიბაშვილს ნდობის ჯგუფის სხდომაზე მოუსმენენ, სადაც ის თავდაცვის უწყების მიერ 2020 წელს განხორციელებული, საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიშს წარადგენს.

როგორც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, საზოგადოებისთვის ცნობილია იმ რეფორმების შესახებ, რასაც უწყება ახორციელებს, რაც შეეხება უწყების საქმიანობის არასაჯარო ნაწილს, ნდობის ჯგუფში მოსმენა სწორედ ამ ნაწილის გაცნობას და მასზე საპარლამენტო ზედამხედველობას ემსახურება.

„ინფორმაცია, რომელიც ნდობის ჯგუფში ისმინება, მოიცავს უწყების საქმიანობის არასაჯარო ნაწილს. ეს უკავშირდება როგორც საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, შეიარაღებას, აღჭურვილობის მოდერნიზაციას, ინფრასტრუქტურას, ლოჯისტიკას და ყველა იმ მიმართულებას, რასაც ახორციელებს უწყება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისინარიანობის განმტკიცების მიზნით,“ - განაცხადა ბერაიამ.

თავად ღარიბაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტის ნდობის ჯგუფი ირაკლი ღარიბაშვილს უსმენს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო