ბორჯომის მერიაში ონკოლოგიური პაციენტების დახმარების ახალი პროგრამა ამოქმედდა

ბორჯომის მერიაში ონკოლოგიური პაციენტების დახმარების ახალი პროგრამა ამოქმედდა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მერიიდან აცნობეს.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს I-II-IV-ე კლინიკურ ჯგუფებს და გულისხმობს, როგორც მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ოპერაციულ მკურნალობას, ასევე სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსებას.

„პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მერია III-IV-ე კლინიკური ჯგუფის პაციენტებს დამატებით 150 ლარს გადასცემს. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეების დაფინანსება სტაციონარული კვლევისა და მკურნალობისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა