თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიების მიწის მესაკუთრეები მერიასთან აქციას მართავენ

თბილისის მერიასთან გენგეგმით დაზარალებული თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიების მიწის მესაკუთრეები, მშენებლობის ნებართვების მოთხოვნით, აქციას მართავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ არჩილ ლაცაბიძემ აქციაზე განაცხადა, აღნიშნული მიწის ნაკვეთები რამდენიმე ათეული წელია მათ საკუთრებაშია, თუმცა მშენებლობის უფლებას არ აძლევენ.

"მრავალი წელია ვიკრიბებით, მიწის ნაკვეთები გვაქვს ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავშნიანის დასახლებაში. მე პირადად ეს ტერიტორია უსასყიდლოდ გადმომეცა, როდესაც გარდაბნის რაიონის ვარკეთილის საბჭოთა მეურნეობა დაიშალა. ფაქტობრივად, უსასყიდლოდ გადმოგვცეს, რადგან მეურნეობაში ვმუშაობდით. ეს მიწის ნაკვეთები რამდენიმე ათეული წელია ჩვენს საკუთრებაშია, მაგრამ არ გვაძლევენ აშენების ნებართვას. დავდივართ ინსტანციებში და არანაირად არ წყდება ეს საკითხი. მიზეზად ათას რამეს ამბობენ, ფაქტობრივად არ უნდათ, რომ ჩვენ ეს მიწის ნაკვეთები გამოვიყენოთ. ეძახიან სარეკრეაციო ზონას და არ გვაძლევენ აშენების უფლებას", - განაცხადა არჩილ ლაცაბიძემ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე, ამ წუთებში მათი წარმომადგენელი თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს ვიქტორ წილოსანს ხვდება.

იხილეთ ვიდოე:თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიების მიწის მესაკუთრეებმა მერიასთან აქცია გამართეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა