ირაკლი ქადაგიშვილი - თუ პროკურატურა პარლამენტს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე მიმართავს, ვიმსჯელებთ, მელია თვითონ ამბობს, ციხეში მინდა წასვლაო

თუკი პროკურატურა პარლამენტს ნიკა მელიასათვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე მიმართავს, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ - მელია ირჩევს და თვითონ ამბობს, ციხეში მინდა წასვლაო, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის შეფასებით, პიროვნების არჩევანია პროკურატურასთან და სამართალთან მიმართებით, დათანხმდება გირაოს თუ კიდევ უფრო მძიმე ფორმას - თავისუფლების აღკვეთას. ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ არც ერთი ადამიანი არ დგას სახელმწიფოს, კანონსა და მოქალაქეებზე მაღლა.

"ის რომ ასეთი პროვოკაციებით ქვეყანას არევენ, საზღვარგარეთს გადაგვკიდებენ, ისეთივე გათვლებია, რა გათვლებიც არჩევნების გაყალბების აბსურდული თემით ჰქონდათ. სახელმწიფოსა და კანონის ინტერესი ყველაზე მაღალია. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ დანაშაული ვიღაცის იმედზე არ უნდა ჩავიდინოთ. ნურც მელია ჩაიდენს დანაშაულს ვიღაცის იმედზე. გათვლა მარტივია: მათ პროვოკაციას სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა უნდა მოჰყვეს - დაძაბულობის მატება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარშემო. ჩაფიქრებული აქვთ რევოლუციური, დესტაბილიზაციის სცენარის გათამაშება - ზედაპირზე დევს ეს ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა