არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, რომ მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება და ხელოვნურად, მავთულხლართებით გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდება

დარწმუნებული ვარ, რომ მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება და ხელოვნურად, მავთულხლართებით გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო უმკლავდება ყველდღიურ პროვოკაციებს მშვიდად, პრაგმატულად, საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში; ამავე დროს საქართველო ახერხებს ოკუპაციის მიუხედავად განავითაროს საკუთარი ეკონომიკა, ინსტიტუტები, ჰქონდეს უფრო ძლიერი ენერგეტიკული სექტორი დასაბუთებული ამბიციები როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრობაზე.

„საპარლამენტთაშორისო კავშირში ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო წინა პლანზე წამოწევა. საქართველოს ტერიტორიების 20% გახლავთ ოკუპირებული. ეს არ არის გაყინული კონფლიქტი ეს არ არის ის, რაც ოდესმე მოხდა და დღეს საჭიროებს ყურადღებას, ეს არის მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც იწვევს ყოველდღიურ პრობლემებს, ეს არის არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად წარმოშობილი სირთულეები, არამედ ეს არის კონფლიქტი ადამიანის უფლებებთან, კონფლიქტი სოციალური განვითარების პროცესთან, ეს არის კონფლიქტი დროსთან, რომელიც რუსეთის ფედერაციას და დე ფაქტო საოკუპაციო რეჟიმებს აქვთ ამ პროცესში.

დარწმუნებული ვარ, რომ მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება და ხელოვნურად, მავთუხლართებით გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდება. ჩვენ შევძლებთ იმ ინფრასტრუქტურის აღდგენას, იმ კავშირების აღდგენას, რომელიც საქართველოს მომავალს სჭირდება და ჩვენს დებთან და ძმებთან როგორც აფხაზეთში, ისე სამაჩაბლოში აუცილებლად დავბრუნდებით და ერთად ვიზრუნებთ საქართველოს მომავალზე. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ სახელმწიფოს, ამ 179-სგან ვინც არის საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრი, ჩვენ ვისაუბრობთ როგორც ურთიერთობაზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, ავუხსნათ მათ, თუ რა ხდება რეალურად, ავუხსნათ ის, რომ ყველდღიურ პროვოკაციებს საქართველო უმკლავდება მშვიდად, პრაგმატულად, საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში და ამავე დროს საქართველო ახერხებს და შეუძლია ოკუპაციის მიუხედავად განავითაროს საკუთარი ეკონომიკა, ინსტიტუტები, ჰქონდეს უფრო ძლიერი ენერგეტიკული სექტორი დასაბუთებული ამბიციები როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრობაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს