არჩილ თალაკვაძე - გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ იცავენ მსოფლიოში მშვიდობას, უსაფრთხოებს და თავისუფლებას

საქართველო გახლავთ დასავლეთის ერთ-ერთი საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში. საქართველო დღეს რჩება ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის იმ პარტნიორად, რომელსაც ყველაზე მეტი საკუთარი ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი საერთაშორისო მისიებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დღეს ჩვენი ხელისუფლება არის მომავალზე ორიენტირებული როგორც არასდროს.

„რასაკვირველია, ამ კავშირში ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო გახლავთ დასავლეთის ერთ-ერთი საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება გვიწევს ძალიან რთულ რეგიონში, რაც რთული გამოწვევა და ტექტონიკაა, საქართველო დღეს რჩება ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის იმ პარტნიორად, რომელსაც ყველაზე მეტი საკუთარი ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი საერთაშორისო მისიებში. გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ იცავენ მსოფლიოში მშვიდობას, უსაფრთხოებს და თავისუფლებას. დღეს ჩვენი ხელისუფლება არის მომავალზე ორიენტირებული როგორც არასდროს. საქართველოს პარლამენტს ჰყავს განახლებული, ძლიერი გუნდი, რომელზეც ჩვენი საზოგადოება დიდ იმედებს ამყარებს ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი. დარწმუნებული ვარ, ის განახლება, რაც საქართველოს პარლამენტში მოხდა იქნება პოზიტიური იმპულსის შემტანი საერთაშორისო უერთიერთობებში, მათ შორის საპარლამენტთაშორისო კავშირში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო