გიორგი გახარია - შეიძლება, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჟურნალისტებთან რამდენჯერაც დავდგები, კითხვა იყოს, როდის გადადგებით? ეს ყველაფერი უკვე იუმორის ნაწილი გახდა

წელიწადზე მეტია, მესმის ეს კითხვები, როდის მიდიხართ, დღეს, ხვალ, გუშინ ხომ არ წახვედით, ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ?! - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, როდემდე აპირებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე საუბარი უკვე მომაბეზრებელი და იუმორის ნაწილი გახდა.

„ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც უკვე მომაბეზრებელი გახდა. ხომ შეიძლება რაღაც საინტერესო, შინაარსობრივ თემებზე ვისაუბროთ, ხომ არ შეიძლება, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჟურნალისტებთან რამდენჯერაც დავდგები, კითხვა იყოს, როდის მიდიხართ ან როდის გადადგებით? უკვე იუმორის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი“, - განაცხადაა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა