ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძის შესაძლო გაპრემიერების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას მედიით აჟიტირებულ კამპანიას უწოდებს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესაძლო გაპრემიერების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას მედიით აჟიტირებულ კამპანიას უწოდებს.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობაში არავითარი მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება.

„ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - რამენაირად საზოგადოებაში შეიტანოთ შფოთი და შექმნათ წარმოდგენა, თითქოს ჯგუფში რაღაც არეულობაა. ამ დროს მე გარწმუნებთ, რომ აბსოლუტურად არაფერი ხდება. დესტრუქციული ოპიზიცია დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში არასტაბილური გარემო იყოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომისა და პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა