პრემიერი - ვაქცინების მოწოდება უახლოეს კვირებში დაიწყება - მთავარი მიზანია, რომ წლის ბოლომდე ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ 60% იყოს აცრილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეფექტიანი თანამშრომლობით, როგორც საერთაშორისო პლატფორმებზე, ასევე პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად საქართველო უახლოეს პერიოდში ხარისხიან ვაქცინას მიიღებს.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების მიზანია, რომ წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის 60% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იყოს აცრილი.

„ოპონენტებისგან ჯერ იყო ტესტირებაზე იგივე მიდგომა. ყველაფერი იქნება კარგად. საქართველოში იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა, ვაქცინების მოწოდება დაიწყება უახლოეს კვირებში და აცრის პროცესიც დაიწყება მიზნობრივი ჯგუფებიდან იმ გეგმის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ წლის ბოლომდე ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ 60% იყოს აცრილი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინაციას ჯამრთელობასთან ერთად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყველაზე სწორი ნაბიჯია, რომ ეფექტიანი თანამშრომლობით, როგორც საერთაშორისო პლატფორმებზე, ასევე ორმხრივი პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოში უახლოეს პერიოდში იქნება ხარისხიანი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა“,- განაცხადა გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს