ირაკლი ღარიბაშვილი - დესტრუქციული ოპოზიცია დაინტერესებულია იმით, რომ ქვეყანაში არასტაბილური გარემო იყოს

გარწმუნებთ, რომ აბსოლუტურად არაფერი არ ხდება, ჩვენს ხელისუფლებაში მნიშნველოვანი საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობაში დაგეგმილ შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, დესტრუქციული ოპოზიცია დაინტერესებულია იმით, რომ ქვეყანაში არასტაბილური გარემო შექმნას.

„ბოლო დღეებია ვუსმენ აჟიტირებულ კამპანიას, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ რაიმენაირად საზოგადოებაში შეიტანონ შფოთვა და შექმნან წარმოდგენა თითქოს არეულობაა ჯგუფში. გარწმუნებთ, რომ აბსოლუტურად არაფერი არ ხდება, ჩვენს ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება. დესტრუქციული ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ დაინტერესებულია იმით, რომ ქვეყანაში იყოს არასტაბილური გარემო“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო