არჩილ თალაკვაძე - „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ჩაუვარდათ დესტაბილიზაციის გეგმა, ახლა ცდილობენ, ილაპარაკონ, თითქოს ირაკლი კობახიძეს ცუდი ურთიერთობა აქვს  გახარიასთან, გახარიას შს მინისტრთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საუბარი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჭორია და ის ოპოზიციის მიერ არის მოგონილი.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციას საბოტაჟისა და დესტაბილიზაციის გეგმა ჩაუვარდა, აღარაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ ისაუბროს, თითქოს ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრ გახარიასთან აქვს უთანხმოება, პრემიერს კი შინაგან საქმეთა მინისტრთან აქვს განხეთქილება.

„ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ჩაუვარდა გეგმა. მათ ჰქონდა ორი არგუმენტი, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და თითქოს „ქართული ოცნება“ იქნებოდა მარტო პარლამენტში, დღეს ეს ორივე არგუმენტი რადიკალურ ოპოზიციას აქვს პრაქტიკულად დაკარგული. ისინი ვერც კი ბედავენ, რომ ამ ბრალდებების გადამოწმებაში ჩაერთონ და მოიტანონ მათ ის არგუმენტები, რომლითაც საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ არსებობდა, არ არსებობს ასეთი არგუმენტები. მოცემულობა დღეს ეს არის და შესაბამისად, დარჩნენ რა ამ თავის წარუმატებელი პროექტის ამარა, დღეს მათი ერთადერთი სასაუბრო ხალხთან გახლავთ ის, რასაც ქართულ ზეპირსიტყვიერებაში ასე გამოხატავენ: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ანუ ვინაიდან ჩაუვარდათ თავისი დესტაბილიზაციისა და საბოტაჟის გეგმა, ახლა მაქსიმალურად ცდილობენ, ილაპარაკონ, რომ თითქოს ირაკლი კობახიძეს აქვს ცუდი ურთიერთობა პრემიერ გახარიასთან, პრემიერ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვიღაცას აქვს დაძაბულობა სხვა თანაგუნდელთან. ეს ცვლილებები არის ჭორი და ეს ჭორი ვის მიერ არის მოგონილი მე განგიმარტეთ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
შეფუთვის ვინტაჟური სტილი და ევროპული სტანდარტების ქარხანა - „ვაკე“ 2021 წელს სიახლეებით იწყებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან