გიგი წერეთელი - პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა, დაპირისპირებაა, მაგრამ ისეთი დაპირისპირებები, რაც მედიისთვის საინტერესო იქნება, ნამდვილად არაა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, „პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა, დაპირისპირებაა, მაგრამ პიროვნული დაპირისპირებები, ხელშესახები ისეთი, რაც მედიისთვის საინტერესო იქნება, ნამდვილად არაა“.

„დღეს გავაგრძელებთ საუბარს და ალბათ, კიდევ უფრო სერიოზული ანალიზი იქნება. არა მარტო იმაზე, რა უნდა შევცვალოთ ამ წუთისთვის, არამედ იმაზე, თუ რა უნდა იყოს მომავალშიც. ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები, საკმაოდ სერიოზული მსჯელობა მიდის და უახლოეს დღეებში, ამ კვირის განმავლობაში დავასრულებთ საბოლოოდ და გამოვაცხადებთ, რისი ინტერესიც აქვს საზოგადოებას. გადაწყვეტილებებზე ისაუბრებენ პარტიის ლიდერები, იმის შესახებ, რაც იქნება. მე არა მაქვს იმის მოლოდინი, რომ ვინმე პარტიის დატოვებას აპირებს, მაგრამ ის, რომ ლიდერებისა და ხელმძღვანელობის ფუნქციების ცვლილებები შეიძლება იყოს, ამაზე ბუნებრივია, ჩვენ ვმსჯელობთ. პარტიაში, თუ დავარქმევთ იმას, რომ აზრთა სხვადასხვაობაა, აზრთა დაპირისპირება არის, მაგრამ პიროვნული დაპირისპირებები მნიშვნელოვანი, ხელშესახები ისეთი, რომ მედიისთვის საინტერესო იყოს, ნამდვილად არაა. პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი ნამდვილად არაა. აქაა საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც არჩევნების შემდეგ წამოიწია“, - განაცხადა წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა