სერგი კაპანაძე - სრული გაგებაა, რომ პარტიას ცვლილებები, განახლება, წინ გახედვა, ახალი პარტნიორების ძებნა სჭირდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტიას ცვლილებები, განახლება, წინ გახედვა, ახალი პარტნიორების ძებნა სჭირდება და ამაში დრამატული არაფერი არ არის. როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარეობს პროცესი, რომელიც არჩვენების შემდეგ ყველა პასუხისმგებლობის მქონე პარტიას უნდა ახასიათებდეს.

„სრული გაგებაა, იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიას ცვლილებები, განახლება, წინ გახედვა, ახალი პარტნიორების ძებნა სჭირდება. პირველ რიგში, განახლება სჭირდება და სწორედ ამასთან დაკავშირებით დისკუსიები გვაქვს, ეს ბოლო დღეებია. კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება ძალიან მალე მიღებული და ძალიან მალე გაგაცნობთ. ახლა მიმდინარეობს დისკუსია და არანაირი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. ეს ყველაფერი ხდება აბსოლუტურად მშვიდად, როგორც ეს ხდება ხოლმე ნორმალურ, ცივილიზებულ გარემოში. არაფერი დრამატული არ ხდება, ესაა ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ყველა არჩევნების შემდეგ ყველა პასუხისმგებლობის მქონე პარტიას უნდა ახასიათებდეს“, - განაცხადა კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა