არჩილ თალაკვაძე - ვინმეს სჯერა, რომ ნიკა მელიას შეიძლება ხალხმა შეუგროვოს ფული და გირაო ჩუმად შეიტანოს? ეს ხომ აბსურდია -  პარლამენტი მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას

საქართველოს კანონმდებლობაში ნიკა მელია ცალკე არ არის ჩაწერილი, შესაბამისად, მართლმსაჯულება მასაც ისევე მოექცევა, როგოც სხვა მოქალაქეებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს ეხებოდა.

მისივე თქმით, ის, რაც ნიკა მელიას მხრიდან ხდება, გირაოს გადახდის წინაპოლიტიკური სპექტაკლი ან პოლიტიკური ჰალუცინაციაა.

„მას, ერთ შემთხვევაში, ჰგონია, რომ საზოგადოებას მოატყუებს თუ მისი მხარდამჭერები აპირებენ რომ გვერდიდან გადაუხადონ გირაო, ან, მეორე შემთხვევაში, პოლიტიკურ ჰალუციანაციასთან გვაქვს საქმე, თუ მას ჰქონია რომ კანონში ნიკა მელია ცალკე არის ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას განსაკუთრებულად და დისკრიმინაციულად მიუდგება. ამ შემთხვევაში, მართლმსაჯულება მის მიმართ ისეთი სამართლიანი იქნება, როგორც ეს არის სხვა ყველა მოქალაქის შემთხვევაში. საქართველოს კანონმდებლობაში ნიკა მელია ცალკე არ არის ჩაწერილი, შესაბამისად, მართლმასუჯლება მასაც ისევე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეებს. თუ სხვა მოქალაქეებს ხელზე აქვთ საკონტროლო სამაჯური, იხდიან გირაოს ან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ამ შემეთხვევაში ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება გამონაკლისი, მათ შორის, ვერც ნიკა მელია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, კანონის დარღვევით დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში გმირი ვერავინ გახდება, მათ შორის ვერც ნიკა მელია.

„ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებმა პატივი უნდა ვცეთ კანონს, არჩევნების შედეგებს, იმ სტანდარტებსა და ნორმებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას სურს რომ იყოს დღის წესრიგის განმსაზღვრელი. ვინმეს სერიოზულად სჯერა იმის, რომ ნიკა მელიას შეიძლება ხალხმა შეუგროვოს ფული და გირაო ჩუმად შეიტანოს? ეს ხომ აბსურდია. მათ ადვოკატებს აქვთ ეს მონაცემები. ნიკა მელია, მისი მეგობრები და მხარდამჭერი მედიასაშუალებები კამპანიას აგორებენ. როგორც ჩანს, ეს არის გირაოს გადახდის წინასამზადისი, ისინი თავისი გაგებით, საზოგადოებას ამზადებენ იმისთვის, რომ წინასწარ თქვან ის, რაც უნდათ რომ გააკეთონ. ვინმეს ამის სჯერა? ეს არის პოლიტიკური ჰალუცინაცია. ეს არის ის შემთხვევა, როცა ნიკა მელია თავად იღებს გადაწყვეტილებას, ირჩევს პატიმრობას თუ იხდის გირაოს. მას აქვს საქმე მართლმსაჯულების სისტემასთან და არა რომელიმე პარტიასა და ადამიანებთან, რომლებსაც წინასწარ ამზადებენ რომ გირაოს გადახდა უნდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, თუ პარლამენტს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტის თხოვნით მიმართა, მმართველი გუნდი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

„პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და თუ პროკურატურა პარლამენტს მიმართავს მოთხოვნით, პარლამენტი მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი კანონმდებლობაში და არც ცალკე კანონებია მასთან მიმართებით მიღებული. მართლმსაჯულება მას ეპყრობა და მოეპყრობა ისე როგორც სხვა ნებისმიერ მოქალაქეს. ნიკა მელიას აქვს საკუთარ ხელში არჩევანი სურს პოლიტიკურ პროცესს გაყვეს პატიმრობაში თუ მიიღოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა გარეთ ყოფნის პირობებში. ეს არის 100 %-ით მისი გადაწყვეტილება და თავი დაანებონ გადმობრალებას“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა