თავდაცვის მინისტრს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე მოუსმინეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში მოუსმინეს, სადაც უწყების ხელმძღვანელმა განხორციელებული რეფორმების, სპეციალური პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა, დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ნდობის ჯგუფის წევრებს უწყების მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა.

,,ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვით აქტიურად მიმდინარეობს ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარება. ასევე, უწყების ხელმძღვანელმა ნდობის ჯგუფის წევრებთან თავდაცვის ძალების სადაზვერვო შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და სამხედრო მრეწველობის განვითარების გეგმები განიხილა. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზეც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს