მამუკა მდინარაძე - გიგა ბოკერიამ საკუთარ პარტიას რაც დამართა, ალბათ, ამაზე უარესს მტერი ვერ დამართებდა

გიგა ბოკერიამ საკუთარ პარტიას რაც დამართა, ალბათ, ამაზე უარესს მტერი ვერ დამართებდა, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "ევროპულ საქართველოში" მიმდინარე პროცესებს.

მდინარაძის თქმით, "ევროპული საქართველოს" წარმომადგებლებმა საკუთარ ჩამოშლას, რაც არ უნდა ცვლილებები უძახონ, ამ ვითარებას სიტყვებით ვერ შეცვლიან".

"რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ჩამოშლის პირასაა და პრაქტიკულად, ჩამოშლილია. ისინი საკუთარი მედია საშუალებებით ცდილობენ, ისეთი ვითარება დახატონ, თითქოს, მმართველ გუნდში რაღაც ხდება და ტყუილებს იგონებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საკუთარი ჩამოშლა რამენაირად გადაფარონ. გიგა ბოკერიამ თავის პარტიას რაც დამართა, ალბათ, ამაზე უარესს მის პარტიას მტერი ვერ დამართებდა. როცა 3-პროცენტიანს ვეძახდით, სწყინდათ, მაგრამ ვნახეთ, რომ ზუსტად სამი პროცენტი აიღეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო:მამუკა მდინარაძე - გიგა ბოკერიამ საკუთარ პარტიას რაც დამართა, ალბათ, ამაზე უარესს მტერი ვერ დამართებდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა