ირაკლი აბესაძე - მუდმივი არაფერია, ოდესღაც ყველა ადამიანს შეეხება ცვლილება, მათ შორის, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით

ამ ეტაპზე პარტიას არავინ ტოვებს. ჯერჯერობით საუბარია შიდა ცვლილებებზე,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, მუდმივი არაფერია და „ოდესღაც ყველა ადამიანს შეეხება ცვლილება, მათ შორის, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით“.

„მიღებული შედეგები, რა თქმა უნდა, გვაფიქრებინებს, რომ პარტიაში საჭიროა ცვლილებები და განახლება, იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებს ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტია შეხვდეს უფრო გაძლიერებული, გვქონდეს შესაძლებლობა და იმედი უფრო მაღალი მხარდაჭერის მიღების.

ისევე როგორც ჩვენი კოლეგები, ვერც მე ვისაუბრებ დეტალურად, ვინ შეიძლება დატოვოს პარტიული თანამდებობა. ამის შესახებ თავად ისაუბრებენ ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ცვლილებები შეეხება.

ამ ეტაპზე პარტიას არავინ ტოვებს. ჯერჯერობით საუბარია შიდა ცვლილებებზე. ვნახოთ, როგორ დასრულდება კონსულტაციები და რა ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებენ. რა თქმა უნდა, მუდმივი არაფერია, როდესღაც ყველა ადამიანს შეეხება ცვლილება, მათ შორის, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ, ამ ეტაპზე ყველა ვართ ჩართული იმ კონსულტაციებში, საიდანაც პარტია უნდა გამოვიდეს“, - აცხადებს აბესაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა