პრემიერი - როცა ადამიანებს ნორმალური პოლიტიკური კონტენტის შექმნა და შინაარსობრივ დებატში შესვლა არ შეუძლიათ, პოლიტიკურად ხულიგნობენ - ვიღაც ხულიგნობს აქ, ვიღაც - ქვეყნის გარეთ

როდესაც ადამიანებს ნორმალური პოლიტიკური კონტენტის შექმნა და შინაარსობრივ დებატში შესვლა არ შეუძლიათ, ისინი პოლიტიკურად ხულიგნობენ. ვიღაც ხულიგნობს აქ, საქართველოში, ვიღაც - ქვეყნის გარეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „დაუმორჩილებლობის აქციები პირველი მერცხალია იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში“.

როგორც გახარიამ განაცხადა, ყველამ ნება უნდა იბოძოს, პასუხისმგებლობა გაიზაროს და „შევიდეს იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება“.

„ჩვენი მოქალაქეები ამას ხედავენ და აფასებენ. ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, ვინ ზრუნავს მათზე და რას ნიშნავს, ადამიანებზე ზრუნვა. ეს ყველაფერი არჩევნებშიც აისახა. ხომ ნახეთ, პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც უზარმაზარი ამბიციები ჰქონდათ, 2-3%-ს ძლივს აცდნენ, ამიტომ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ დროს ვკარგავთ. ეს პოლარიზაცია, რომელიც დღეს პოლიტიკურ ველზეა, სამწუხაროდ, ხდება ქვეყნის მომავლის და უსაფრთხოების პრობლემა. ყველამ ნება უნდა იბოძოს და პასუხისმგებლობა გაიაზროს. იმდენი ტვინი თუ არ აქვს, რომ ეს პასუხისმგებლობა გაიაზროს, მოსახლეობას მაინც მიაქციოს ყურადღება, რომლებმაც მას ხმა მისცეს და ნება იბოძოს, შევიდეს და იყოს იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და არა ქუჩაში“,- განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზება და ბოიკოტი უნდა დასრულდეს, რადგან ეს ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა ხდება.

„ერთხელ და სამუდამოდ პოლარიზაციის ასეთი ხარისხი, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები უნდა დასრულდეს. ქვეყნას იმხელა გამოწვევები აქვს, რომ შეუძლებელია, ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკური ძალა ცალკე გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. ეს პოლიტიკური პოლარიზება და ხულიგნობა, ან უშინაარსო ქმედებები, ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა ხდება იმიტომ, რომ ჯანდაცვის პრობლემა, ეკონომიკის და ჩვენი ბავშვების სკოლაში დაბრუნების პრობლემა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემაა და იმის მაგივრად, რომ ვიჭორაოთ და ერთმანეთს ხულიგნურად დავემუქროთ - გადავიხდი გირაოს ან არ გადავიხდი, ჯობია, გავიაზროთ ის მანდატი, რაც მოქალაქეებმა არჩევნების დროს დაგვაკისრეს, შევიდეთ იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაზე“,- განაცხადა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს