ნინო წილოსანი ჩეხეთის ელჩს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტერ მიკისკას შეხვდა, სადაც მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს დაუთმეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ნინო წილოსანის განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესში ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩეხეთის რესპუბლიკას და საქართველოს განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩისგან ინფორმაცია მიიღო, იმ პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებსაც ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოში ახორციელებს და რომელთა დიდი ნაწილი მეტწილად დაცული ტერიტორიების და მიმდებარე სოფლების და იქ მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერასა და დახმარებაზეა კონცენტრირებული.

„დღევანდელი შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან, საელჩოს წარმომადგენლებთან იყო ნაყოფიერი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩეხეთის რესპუბლიკის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით აქტიურობას ისინი მომავალშიც აპირებენ. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. მათ შორის, ეს ეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ბიოპროდუქტების წარმოება და მათი პოპულარიზაცია ევროპაში, ასევე განათლების ხარისხის ზრდა აგრარულ სექტორში, პროექტი ფიტოსანიტარიის მიმართულებით და ა. შ. “, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო