არჩილ თალაკვაძე - თუ ვინმეს სურს პარლამენტში შემოსვლა და აქვს ამის მანდატი, მე მხოლოდ მივესალმები, ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, შემობრძანდნენ!

ვინც საჯაროდ განაცხადა, რომ ბუნებრივი ბარიერით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში შემოვლენ პარლამენტში, ბუნებრივი ბარიერით უკვე ჩატარდა არჩევნები, მათ გადალახეს ზღვარი, შესაბამისად თუ შემოსვლა უნდათ შემობრძანდნენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერმა ლიდერებმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადეს, რომ ბუნებრივი ბარიერით თუ ჩატარდებოდა არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით, შევიდოდნენ პარლამენტში, თუმცა მაშინ პირობა არ შეასრულეს, რაც თალაკვაძის თქმით, რწმენის საფუძველს არ იძლევა, რომ ამჯერად თავის სიტყვას შეასრულებენ.

„ვინც საჯაროდ განაცხადა, რომ ბუნებრივი ბარიერით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში შემოვლენ პარლამენტში, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ბუნებრივი ბარიერით უკვე ჩატარდა არჩევნები, მათ გადალახეს ზღვარი, შესაბამისად, თუ შემოსვლა უნდათ ბუნებრივი ბარიერის შედეგად, მათ შეუძლიათ რომ შემობრძანდნენ პარლამენტში. მეორე, რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, ჩვენ ეს რეფორმა უკვე დაანონსებული გვაქვს, სამუშაო ჯგუფი არსებობს, თუ რომელიმე ოპოზიციონერი შემოუერთდება ამ პროცესს, მხოლოდ მივესალმებით.

მარტში მათ თქვეს იგივე, რომ ბუნებრივი ბარიერით თუ ჩატარდებოდა არჩევნები, არსებითად პროპორციული სისტემით, შევიდოდნენ პარლამენტში. რატომ არ შეასრულეს ეს პირობა? რატომ არ არიან დღეს ისინი პარლამენტში და რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ თუ ახლა იმავეს იმეორებენ, ახლა შეასრულებენ პირობას? ჩემთვის ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომ თუ ვინმეს სურს პარლამენტში შემოსვლა და აქვს ამის მანდატი, მე მხოლოდ მივესალმები, ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, შემობრძანდნენ! ქალთა წარმომადგენლობა ამ პარლამენტში გაიზარდა, ხალხმა მხარი დაუჭირა ქალთა გაზრდილ მონაწილეობას საპარლამენტო პოლიტიკაში, შესაბამისად, თუ შემოვლენ ეს ქალი პოლიტიკოსები „რესპუბლიკური პარტიიდან“ მე მხოლოდ მივესალმები,“- განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა