არჩილ თალაკვაძე - საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანდეს ნატო-ში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ თუ საქართველო ევროკავშირში წევრობისთვის მოემზადება, განაცხადი 2024 წლამდეც გააკეთოს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მომზადების შემთხვევაში, ხელისუფლება განაცხადის გაკეთების შანსს აუცილებლად გამოიყენებს.

„რა თქმა უნდა, თითოეული მივესალმებით თუ ეს შესაძლებელი გახდება 2022 ან 2023 წელს გავაკეთოთ განაცხადი. თუმცა, როგორც ყოველთვის, ჩვენ აქაც ვართ პასუხისმგებლიანი იმასთან ერთად, რომ გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, როგორც ქვეყანას, რომ საქართველო ევროკავშირმა მიიღოს თავის შემადგენლობაში. ვიაზრებთ რისი გაკეთება შევძელით წინა ორი მოწვევის ფარგლებში, 8 წლის განმავლობაში და არავის გვავიწყდება, რომ საქართველომ ასოცირების შეთანხმება მიიღო ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების და ჩვენი საზოგადოების დამსახურება პარტნიორებთან ერთად. ჩვენ მივიღეთ უვიზო რეჟიმი ჩვენი ხელისუფლების პირობებში და მივიღეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს გლობალურ ბაზარზე უფრო მეტად ინტეგრირებულია. ვითვალისწინებთ გამოცდილებას და დროს, რაც ამას დასჭირდა, ასევე ვითვალისწინებთ პანდემიით გამოწვეულ შეფერხებებს, რაც დღეს გლობალურად სახეზეა, ვფიქრობთ, პასუხისმგებლიანი, მაგრამ ამავე დროს ოპტიმისტური და ამბიციური ვადები იქნება 2021-2024 წლები, რომ მოვამზადოთ ქვეყანა განაცხადის გასაკეთებლად. თუ ეს შესაძლებელი იქნება უფრო ადრე, ჩვენ ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ. ვინაიდან განაცხადის გაკეთება არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, არამედ, გასათვალისწინებელია გლობალური კონტექტი და პოლიტიკური კლიმატიც, რაც ევროკავშირის მასშტაბით ცვალებადია. უნდა ვიყოთ მზად იმ მომენტისთვის, როცა ეს შესაძლებელი გახდება. რასაკვირველია, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს შესაძლებელი იყოს უფრო ადრე, ვიდრე ეს დღეს წარმოგვიდგენია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო ასევე სრულად მზადყოფნაშია ნატო-ში გასაწევრიანებლად.

„საქართველო დღეს არის სრულად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანდეს ნატო-ში. ჩვენ ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, როდესაც საქართველოს გაწევრიანებაზე იქნება სრული კონსენსუსი. სწორედ ასე უნდა მოვემზადოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ევროკავშირი გახლავთ საქართველოს ბუნებრივი ადგილი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ჩვენი თაობა შეძლებს ამ შედეგს მიაღწიოს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო