გიორგი კანდელაკი - დისკუსიის ერთადერთი საგანია, რა კონფიგურაციით ჯობია ივანიშვილის რეჟიმთან და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა

დისკუსიის ერთადერთი საგანია, რა კონფიგურაციით ჯობია ივანიშვილის რეჟიმთან და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი კანდელაკი დასძენს, დისკუსია იმაზე, თუ რა კონფიგურაციით ჯობია ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლა საშინაო დავალებაა, რომელიც ყველა პარტიამ უნდა შეასრულოს.

„დისკუსიის ერთადერთი საგანია, რა კონფიგურაციით ჯობია ივანიშვილის რეჟიმთან და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა. ეს საშინაო დავალება ყველა პარტიამ უნდა შეასრულოს არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უსამართლო, გაყალბებული და მანიპულირებული არჩევნები იყო. თავისთავად ამ საშინაო დავალების შესრულებაში და დისკუსიაში ექსტრაოდრინალური არაფერი არ არის. ეს არის ცივილიზებული და დემოკრატიული პარტიების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი“,- აცხადებს გიორგი კანდელაკი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს