არჩილ თალაკვაძე - შემაშფოთებელია თავდასხმები რაც ხდება პატრიარქზე, სასულიერო პირებზე, ხშირად ამას ორკესტრირებული ხასიათი აქვს და ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს

ჩემთვის შემაშფოთებელია თავდასხმები, რაც პატრიარქზე, სასულიერო პირებზე ხდება, ხშირ შემთხვევაში ამას ორკესტრირებული ხასიათი აქვს და ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სინოდის გუშინდელი სხდომის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ ვის ინტერესებში შედის საქართველოში "ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა."

"პირდაპირ გეტყვით, ძალიან უარყოფით შეფასებას ვაძლევ და ჩემთვის შემაშფოთებელია თავდასხმები რაც ხდება პატრიარქზე, სასულიერო პირებზე, ხშირ შემთხვევაში ამას ორკესტრირებული ხასიათი აქვს და ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს, ალბათ ამის გამოთვლაც ძალიან მარტივია თუ ვის ინტერესებში შედის საქართველოში ინსტიტუტებზე თავდასხმა და ძირის გამოთხრა, მათ შორის, როგორიც არის ეკლესია. რასაკვირველია, ეკლესია თავად გასცემს პასუხს ამ ყველაფერს, მათ შორის ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდებით და იმ ფარგლებში, რასაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა, თუმცა, დასაგმობია, შემაშფოთებელი და სამწუხაროა თავდასხმები პატრიარქზე და სასულიერო პირებზე. ეს არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების გაერთიანებას, გაძლიერებას და ვფიქრობ, მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა "ბიბლიური თავისუფლების" წევრებთან დაკავშირებით სინოდზე მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ მანიპულაციას უსაფრთხოების შესუსტების ხარჯზე.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტი სამხედრო სამსახურის რეფორმას განახორციელებს.

"რაც ჩვენი საქმეა და ჩვენს კომპეტენციაში შედის, ეს არის სამხედრო სამსახურის რეფორმა, გარწმუნებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ეს რეფორმა განხორციელდება მთავრობასთან ერთად და ძალიან საინტერესო სამხედრო სამსახურის პროგრამებს შევთავაზებთ ჩვენს ახალწვეულებს. რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ პოლიტიკური დივიდენდების მიღება საერთო ეროვნული, სტრატეგიული უსაფრთხოების თავდაცვის საკითხების, მათი შესუსტების ხარჯზე, ჩემი აზრით, გახლავთ პოლიტიკური მანიპულაცია და თქვენ ხედავთ, რომ ამ პარტიამ მაინც ვერ მიიღო ისეთი მხარდაჭერა და ვერ გააკეთა ისეთი კონსოლიდაცია საკუთარი გუნდის, რომ პარლამენტში შემოსულიყო და სერიოზული ოპონირება გაეწია მმართველი პარტიისთვის - "ქართული ოცნებისთვის". ამიტომ ეს რამდენად კარგი ინიციატივა იყო, შეიცავდა თუ არა საჯარო სიკეთეს თუ პირიქით, ამას ისტორია შეაფასებს სულ მოკლე მომავალში. ჩვენი საქმე არის რეფორმების გაგრძელება და ამ სფეროში ჩვენ ძალიან საინტერესო რეფორმას შევთავაზებთ საზოგადოებას,"- განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა