გიგა ბოკერია - შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, ეს არის მთავრობის პროპაგანდა - დისკუსიაა, როგორ უნდა გააგრძელოს ამ პოლიტიკურად რთულ მომენტში პარტიამ მუშაობა

შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, ეს არის მთავრობის პროპაგანდა, ადგილი აქვს დისკუსიას როგორ უნდა გააგრძელოს ამ პოლიტიკურად რთულ მომენტში, პარტიამ მუშაობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის გადაწყვეტილებები ნებისმიერს შეიძლება შეეხოს და ეს უგულავა-სააკაშვილის შეხვედრას არანაირად არ უკავშირდება

“პარტიის შიგნით დისკუსიის პროცესი კარგა ხანია დაიწყო, ეს დისკუსია გაგრძელდება და ყველა ტიპის საკითხზე, მათ შორის ვინმეს პერსონალურ ან გუნდურ გადაწყვეტილებებზე ერთად მოგახსენებთ. შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, ეს არის მთავრობის პროპაგანდა, ადგილი აქვს დისკუსიას, როგორ უნდა გააგრძელოს ამ პოლიტიკურად რთულ მომენტში, პარტიამ მუშაობა. არაფერი ამის მიღმა არ ხდება. შესაძლოა, დღესვე იყოს რაიმე სახის გადაწყვეტილება ან დაგვჭირდეს მეტი დრო, ჯერ არანაირი გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. ნებისმიერს შეიძლება შეეხოს ეს გადაწყვეტილებები. ეს არ უკავშირდება უგულავა-სააკაშვილის შეხვედრას არანაირად“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა