ალეკო ელისაშვილი - თუ გულწრფელად უნდა "ქართულ ოცნებას", რომ დანარჩენი ოპოზიცია შემოვიდეს, ცინიკურ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს უნდა მოეშვან

თუ გულწრფელად უნდა "ქართულ ოცნებას", რომ დანარჩენი ოპოზიცია შემოვიდეს, ცინიკურ, შეურაცხმყოფელ კომენტარებს უნდა მოეშვან, რადგან თავის თავის ლუსტრირებას ახდენენ, რომ სინამდვილეში მათ ოპოზიციის შემოსვლა არ უნდათ,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე “ქართული ოცნების” დეპუტატების განცხადებები მიუღებელია და პროცესს აზიანებს.

"ძალიან გული დამწყდება თუ “რესპუბლიკელი” ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია - ძალიან კვალიფიციური ადამიანები არ იქნებიან პარლამენტში. მათი პოზიცია იყო ძალიან ყოჩაღი და გაბედული განცხადება და ძალიან არასერიოზული რეაქცია ჰქონდა “ქართულ ოცნებას”. ასეთი საკითხების აბუჩად აგდება, რომ "საბავშვო ბაღი არ არის, სახლობანას თამაშობთ", არის ძალიან მიუღებელი. თუ გულწრფელად უნდა "ქართულ ოცნებას", რომ დანარჩენი ოპოზიცია შემოვიდეს, ასეთ ცინიკურ, შეურაცხმყოფელ კომენტარებს უნდა მოეშვან, რადგან ისევ თავის თავის ლუსტრირებას ახდენენ, რომ სინამდვილეში მათ ოპოზიციის შემოსვლა არ უნდათ და მარტო უცხოელებს სურთ თავი მოაწონონ. თუ გულწრფელად უნდათ, მაშინ ასეთ განცხადებებს უნდა მოეშვან და რეალურად დაეხმარონ პროცესს, არ ვიცი ვინ შემოვა, ვინ არ შემოვა, მე ვიცი, რომ ბევრს უნდა შემოსვლა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებს ამ ნაბიჯის გადადგმას,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ მმართველი გუნდი ნულოვანი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, რესპუბლიკური პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს და მხარს დაუჭერს კანონპროექტს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს