ლევან იოსელიანი - ვისურვებდი, რომ ნიკა მელიას გირაო გადაეხადა, არ მემეტება საპატიმროსთვის, თუმცა მისი გადაწყვეტილებაა - ალბათ, აქვს თავისი გეგმა, რაც ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს

შევეცდებით, “ქართული ოცნებიდან” კოლეგები დავარწმუნო, რომ ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის სწორი იმ საქმეზე, რაზეც უფლებამოსილება ერთხელ უკვე შეუწყდა,- ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მელიას დაკავება არსებულ პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.

"ნიკა მელიას მიმართ სადეპუტატო უფლებამოსულების შეწყვეტას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. შევეცდებით, “ქართული ოცნებიდან” კოლეგები დავარწმუნო (რისი იმედიც არ მაქვს), რომ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის სწორი იმ საქმეზე, რაზეც უფლებამოსილება ერთხელ უკვე შეუწყდა და მის მიმართ გამოყენებული იყო გირაო. დარწმუნებული ვარ, კოლეგები გამოჩნდებიან, რომლებიც ამ საკითხს უფრო მეტი პასუხისმგებლობით შეხედავენ და გაიაზრებენ პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში, სადაც პროცესს კიდევ უფრო გაართულებს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა.

მოლაპარაკებების სივრცეს ასეთი გადაწყვეტილება ძალიან დაავიწროვებს. ვისურვებდი, რომ ნიკა მელიას გირაო გადაეხადა. არ მემეტება, საპატიმროსთვის, თუმცა მისი გადაწყვეტილებაა, მან როგორც პოლიტიკოსმა ეს რისკი აიღო, ალბათ, აქვს თავისი გეგმა, რაც ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს. პოლიტიკური კრიზისის თვალსაზრისით კარგი არაფერი მოხდება, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს პოლარიზებულ გარემოს, როცა ოპოზიციის დიდი ნაწილი გარეთაა და მოლაპარაკებები ვერ გრძელდება. მოლაპარაკებები რომ გაგრძელდეს, საჭიროა ნდობის აღდგენა, ეს გადაწყვეტილება კი უფრო მეტად დამაბრკოლებელი იქნება, "- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს