თამარ ტალიაშვილი - ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენი აქცენტია იმაზე, რომ დაგეგმილი რეორგანიზაციის შედეგად ახალგაზრდობა, როგორც პრიორიტეტი არ შენელდეს, არამედ გაძლიერდეს

საქართველოს პარლამენტში მთავრობის სტრუქტურაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო. ცვლილებების პროექტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების შედეგად, შეიქმნება ორი - განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროები.

„ჩვენ კომიტეტში გვქონდა შეხვედრა ახალგაზრდებთან ამ საკითხზე. მათ მიმართეს როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას მოსაზრებებითა და არგუმენტებით ამ საკითხზე. ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ არსებული და შემოთავაზებული სამთავრობო რეფორმა უნდა იყოს გარანტორი იმისა, რომ ის მიღწევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ამ სფეროში არათუ დასუსტდება, არამედ გააქტიურდება. ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენი აქცენტია იმაზე, რომ დაგეგმილი რეორგანიზაციის შედეგად ახალგაზრდობა, როგორც პრიორიტეტი არ შენელდეს, არამედ გაძლიერდეს. გასულ წელს საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება გახდა ჩვენი ქვეყნის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ის ღონისძიებები, რომელიც იქნა გატარებული დიდი გამოხმაურება მოჰყვა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისგან. ახალგაზრდობა როგორც სფერო, არის პრიორიტეტი ჩვენი გუნდისთვის. გამომდინარე იქედან, რომ ჩემი საქმიანობის უკანასკნელი 7 წელი ძალიან ახლოსაა დაკავშირებული ამ სფეროსთან, ამჟამად ვარ კომიტეტში, რომელმაც დიდი სამუშაოები გასწია ახალგაზრდული პოლიტიკის გასაძლიერებლად და ჩემი ფოკუსი ახალგაზრდობის სფეროზეა“,- განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

თამარ ტალიაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საკანონმდებლო პაკეტში ხაზგასმული იყოს ახალგაზრდობის სფერო, ისევე როგორც გამოკვეთილია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროები და ეს საკითხი მეორე მოსმენაზე მუხლობრივი განხილვის დროს იყოს ასახული ცვლილებების პაკეტში.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა