თორნიკე რიჟვაძე - ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ორგანიზებული, ლეგალური და ამავე დროს ღირსეული შრომითი პირობებისთვის

გერმანიაში ლეგალური დასაქმების საკითხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განიხილა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი.

"დღეს განვიხილეთ გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს გერმანელ პარტნიორებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ორგანიზებული, ლეგალური და ამავე დროს ღირსეული შრომითი პირობებისთვის“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

უწყების განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით დიალოგი ევროკავშირის წევრ სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან გრძელდება. ეს შეთანხმება არის პროგრესი, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისათვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო