მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელია ცდილობს, მის მიმართ გამოყენებული იყოს საპატიმრო ღონისძიება - ამისთვის არ ერიდება კონფრონტაციას სამართალთან

ნიკა მელია ცდილობს და ყველა ღონეს იღებს იმისთვის, რომ მის მიმართ გამოყენებული იყოს საპატიმრო ღონისძიება - ამისთვის არ ერიდება კონფრონტაციას სამართალთან, - ასე ეხმაურება პროკურატურის მიმართვას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დეპუტატის შეფასებით, მელია თვლის, რომ ან უფლება აქვს თავი კანონზე მაღლა დააყენოს ან ცდილობს, შეიმოსოს გმირის ყალბი მანტიით.

ნიკა მელიამ გადაწყვიტა, რომ ქართული სახელმწიფოს და სამართლის პროვოკაციული გამოწვევის გზა გააგრძელოს, შესაბამისად მის მიმართ გამოყენებულ იქნას აღკვეთის ღონისძიების ის ფორმა, რომელიც საპატიმრო ღონისძიებას გულისხმობს.

პროკურატურამ ამის საფუძველზე მოგვმართა. პარლამენტს მოუწევს მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება. აქვე უნდა გავუსვა ხაზი, რომ საკითხი პარლამენტმა ერთხელ უკვე გადაწყვიტა. მაშინ ამ საქმეზე სასამართლომ არასაპატიმრო ღონისძიება გამოიყენა. ნიკა მელიას აღმოაჩნდა სურვილი, რომ მის მიმართ არ იყოს გამოყენებული არასაპატიმრო აღვეთის ღონისძიება. მისი სურვილია გამოყენებული იყოს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება. მიცემულობა არის ასეთი და გადაწყვეტილებას ამ მოცემულობის შესაბამისად მივიღებთ. ხაზს ვუსვამ, არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას ნიკა მელიას გადაწყვეტილებით ეშლება ხელი", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა