ნიკა მელია - მართალი ადამიანი, ძლიერი ადამიანია - იმდენად ძლიერი ვარ, ასე მგონია ტყვიაც რომ მესროლოთ, მკერდით გავაჩერებ

არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი, როგორც ვარ ამ სიბინძურესთან ბრძოლისას. მართალი ადამიანი, ძლიერი ადამიანია. იმდენად ძლიერი ვარ, ასე მგონია, ტყვიაც რომ მესროლოთ, მკერდით გავაჩერებ. ჩემს უკან არის მხოლოდ და მხოლოდ ზნეობა, მორალი, სიმართლე და ამ ქვეყნის სიყვარული,-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, ის უსამართლობას არ დაემორჩილება.

„გადახდილი მაქვს ჩემო მეგობრებო, გირაო 30 ათასი ლარის ოდენობით, მეორეჯერ ახლა რომ მთხოვენ 40 ათასი გადაიხადეო, ხვალ 100-150-ს მეტყვიან. შემდეგ მეტყვიან სამაჯური ყელზე შეიბი და უნდა დავემორჩილო?! არ დავემორჩილები, ეს არის უსამართლობა. ვალდებული ვარ, მორალი არ მკარნახობს, რომ უსამართლობას დავემორჩილო“,-დასძენს ნიკა მელია.

ცნობისთვის, პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.

შეგახსნებთ, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახდას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა