გიგა ბოკერია - ყველა შემთხვევაში ვაპირებ, რომ აქტიურ პოლიტიკაში დავრჩე, ოღონდ არანაირი გადაწყვეტილება რომელიმე თანამდებობასთან დაკავშირებით ახლა მიღებული არ მაქვს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობს ისეთი ლიდერების მაგალითები, რომლებიც დიდხანს დარჩნენ, რითაც შეცდომები დაუშვეს. როგორც მან პარტის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახლა „ევროპული საქართველოს“ პასუხისმგებლობაა, პარტია იყოს სერიოზული კონკურენტი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და ქვეყანა დემოკრატიულ გზას დაუბრუნდეს.

„ყველა შემთხვევაში ვაპირებ, რომ აქტიურ პოლიტიკაში დავრჩე, ოღონდ არანაირი გადაწყვეტილება რომელიმე თანამდებობასთან დაკავშირებით ახლა მიღებული არ მაქვს, რადგან ჩემი აზრით, ეს დაკავშირებულია პარტიის სტრატეგიასთან და განახლების კონკრეტულ ფორმებთან. აბსოლუტურად ნორმალურია ის არგუმენტები, რაც დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ თქვეს. ჩვენ ძალიან ამბიციური პარტია ვართ. ის, რომ მესამე ადგილზე გავედით იმ ციფრებით, რაც იყო მანიპულაციის მიუხედავად, ეს სერიოზული განსჯის საგანი გახდა უკვე და გაღრმავდა დისკუსია. უპირობო ლიდერები არ არსებობენ, რასაც ვადასტურებ. ჩვენთან ყოველთვის პარტია იღებს გადაწყვეტილებას იმ ხედვიდან გამომდინარე, რაც ამა თუ იმ ლიდერს ამა თუ იმ რთულ ვითარებაში გააჩნია. ჩემი აზრით, ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში გვაქვს ლიდერების მაგალითები, რომლებიც დიდხანს დარჩნენ, რითაც დააზიანეს, ასეთი შეცდომებიც მომხდარა. გვაქვს ასევე ლიდერების მაგალითები, რომლებიც რთულ ვითარებაში უდროოდ წავიდნენ და ამით პარტიას მათ შორის განახლების შანსი აღარ დაუტოვეს. ეს არ ეხება არც დათოს და არც გიგის. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი, მათ შორის ლიდერების იმაშიც მდგომარეობს, რომ რეალურად ეს პარტია იყოს სერიოზული კონკურენტი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის, ქვეყნის დასავლურ ევროპულ გზაზე დაბრუნების საქმეში. მიმაჩნია, რომ ეს პარტია შეუცვლელია თავისი ფუნქციით პარტნიორებთან ერთად ამ საქმეში. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩემი გადაწყვეტილება, რომ არ ვაპირებ აქტიური პოლიტიკიდან „ევროპული საქართველოს“ სახელით გაწევას. ჩვენ ვემზადებით ყრილობისთვის, სადაც უნდა მივიღოთ რიგი გადაწყვეტილებები“,-განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა