დავით მათიკაშვილმა სტუდენტური პარლამენტის მონაწილეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა სტუდენტური პარლამენტის მონაწილეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ძირითადი ყურადღება გამახვილდა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, პარლამენტის საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე, დავით გარეჯის თემაზე, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებსა და პოლიტიკურ მოვლენებზე.

შეხვედრაზე პარლამენტის წევრი სტუდენტური პარლამენტის საქმიანობით დაინტერესდა და ახალგაზრდებისგან ის ინიციატივები მოისმინა, რომელთა მიღებასაც სტუდენტები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

შეხვედრის დასასრულს დავით მათიკაშვილმა სტუდენტური პარლამენტის წევრებს წარმატებები უსურვა და მათთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს