სხვადასხვა სამუშაოს გამო, 15 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 15 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის, მაიაკოვსკის, ქურდიანის, სლავა მეტრეველის და იამანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილოვრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება არბოს და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.

ამასთან, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭყონდიდელის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილოვრივ) და მექანიზაციის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზვარეთის, დვირის, კვერნაულის, არალეთის, ჟველაურის, იფნევის და ედისის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქიზიყის, პოლიციის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების II კვარტლის და საქსოფმანქის დასახლების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის VI კვარტლის და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარიჯანის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”,-აცხადებენ კომპანიაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია