ანრი ოხანაშვილი - ნიკა მელია საკუთარი განცხადებების ტყვე გახდა

ნიკა მელია საკუთარი განცხადებების ტყვე გახდა - ამ ადამიანმა თავის დროზე გირაო ხომ გადაიხადა და გაიკეთა სამაჯური?! ეს ნიშნავს, რომ მას კანონის დაცვა მოუწია, რადგან გადაწყვეტილება კანონიერი და კონსტიტუციური იყო, - აღნიშნული განცხადებაპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ნიკა მელია რატომ თავიდანვე არ საუბრობდა ამ რიტორიკით? რატომ არ თქვა თავიდანვე, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და სამაჯურს არ გაიკეთებდა?! თავის დროზე თვითონვე თქვა, რომ კანონსა და კონსტიტუციას სცემს პატივს, თუმცა ახლა მოუნდა, რომ კანონსა და კონსტიტუციას პატივი აღარ სცეს. სურთ, რაღაც მუხტის აწევა, საუბრობენ რევოლუციურ სცენარზე. ამით პირდაპირ ამბობენ, რომ სურთ კანონის დარღვევა. კანონზე მაღლა ვერავინ დადგება. ყველა პასუხს აგებს კანონის შესაბამისად", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მას შემდეგ რაც ბიურო საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას გადასცემს, კომიტეტები ხუთი დღის ვადაში მომართვის საფუძვლიანობას შეისწავლის და დასკვნას მოამზადებს.

"ჩვენ კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად ვიმოქმედებთ. შემდგომ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს", - აღნიშნა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა